Obaïbi ასოციაცია SOS Préma~სთან ერთად ქმნის დაბადებისათვის და ნაადრევი მშიბიარობის შედეგად დაბადებულ ჩვილთათვის განკუთვნილ აუცილებელ პროდუქციას. ახალი კოლექცია Naissance (დაბადება) პასუხობს ახალგაზრდა მშობელთა მოლოდინს, ერთდროულად ზრუნავს მათი ჩვილების კეთილდღეობასა და მათ გარშემო არსებულ სამყაროზე. ამისათვის, იგი ეყრდნობა სრულ და შერეულ გამას, რომელიც შექმნილია სუფთა ბიოლოგიური ბამბის მატერიით, რათა თქვენს პატარას კომფორტული გარემო შეექმნას პირველი დღეებიდან, დაბადებისთანავე. რბილი და რაფინირებული მატერია, ნაზი და თანამედროვე გრაფიზმები, პრაქტიკული და მოხერხებული პროდუქცია შეესაბამება თქვენი პატარას ძირითად მოთხოვნებს და მას შესაძლებლობას აძლევს შეიცნოს სამყარო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და სრულიად უსაფრთხოდ.
SOS Préma წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვების მშობელთა დახმარებისა და მხარდამჭერ ეროვნულ ასოციაციას. მოხალისეთა და პროფესიონალთა ქსელის წყალობით, რომელსაც საკუთარი ინტერნეტ საიტი და გამოცემები გააჩნია, ასოციაცია კლიენტებს სთავაზობს ღონისძიებებს შემდეგი მიმართულებებით :
~ოჯახების მიღება, მოსმენა და მხარდაჭერა
~დიალოგი სამედიცინო გუნდებთან
~სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მობილიზაცია
~პროფილაქტიკური ღონისძიებანი ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად