კონფიდენციალურობა

www.okaidi.com-ის საიტზე არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა შესაძლებლობას გვაძლევს თავი მოვუყაროთ და დავარეგისტრიროთ მონაცემები თქვენს შესახებ, მაგალითად, გვარი, სახლი, ელ.ფოსტა, ბავშვების სახელები და ასაკი, ერთგულების ბარათის ნომერი…… “.

ეს ინფორმაცია ჩვენთვის აუცილებელია, რათა ხარისხიანი მომსახურება  გაგიწიოთ. იგი განკუთვნილია ჩვენი შიდა მოხმარებისათვის.

თქვენი მხრიდან უარის  თქმის  შემთხვევის გარდა, აღნიშნული მონაცემები შეიძლება გადაეცეს კომერციულ სფეროში მომსახურე  სხვა სუბიექტებს, რომლებიც OKAIDI-იმ თქვენთვის საგანგებოდ შეარჩია.

OKAIDI-ის მიერ მართული ფაილების შესახებ განაცხადი დადებულია ინფორმატიკისა და თავისუფლების ეროვნულ კომისიაში (CNIL-Commission Nationale de l’Informatique et des Libertés).

პირადი ხასიათის მონაცემთა დამუშავებისა და მონაცემების თავისუფალი მიმოქცევისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 1995 წლის 24 ოქტომბრის  № 94/46/CE  ევროპული დირექტივის შესაბამისად, თქვენ სარგებლობთ თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებზე  წვდომისა და შესწორების უფლებით. ამ უფლების განსახორციელებლად მოგვმართეთ შემდეგ   მისამართებზე:

 ელ.ფოსტა:

service-clients@okaidi.com
ფოსტით:

Okaïdi
Service Clients
162 bd de Fourmies
BP 615
59061 ROUBAIX CEDEX 1

France

Cookies  (ბმულები)

ჩვენი საიტის დათვალიერებისას, cookies  იდება   თქვენს კომპიუტერში, მობილურებსა თუ ტაბლეტებში. Cookie წარმოადგენს,  რომელიმე საიტის ან რეკლამის დათვალიერებისას დადებულ ტექსტურ ფაილს. მისი მიზანია თავი მოუყაროს ინფორმაციას თქვენი ნავიგაციის შესახებ და შემოგთავაზოთ თქვენს ძიებებთან  ადაპტირებული სერვისები, თქვენი ნავიგაციის  გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ ვიყენებთ cookies-ს რათა, მაგალითად, შევძლოთ თქვენი იდენტიფიკაცია და წვდომა გვქონდეს თქვენს ანგარიშზე.

თუ თქვენ არ გსურთ cookies-ს გამოყენება, თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი კომპიუტერის პარამეტრების კონფიგურაცია, რათა წაიშალოს საიტების ყველა cookies და/ან მიიღოთ შეტყობინება იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს cookies-ს რეზერვაციას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად cookies-ს და მათი შედეგების შესახებ თქვენსა და თქვენს სანავიგაციო გამოცდილებაზე ინტერნეტში, იხილეთ ევროკომისიის საიტი:

http://ec.europa.eu/cookies/index_fr.htm

 რა ტიპის cookies-ს  ვიყენებთ?

Cookies  იდენტიფიკაციის მიზნით:

ეს cookies აუცილებელია  ჩვენს საიტზე თქვენი იდენტიფიკაციისა და თქვენს ანგარიშზე წვდომისათვის. Cookies მოქმედება წყდება, როგორც კი  ნავიგაციას თავს ანებებთ.

Cookies  გაუმჯობესების მიზნით:

ეს cookies  თავს უყრის საიტზე ნავიგაციის შესახებ ანონიმურ ინფორმაციას. ისინი OKAIDI-ს შესაძლებლობას აძლევს  გამოავლინოს შესაძლო პრობლემები და  გააუმჯობესოს  ნავიგაცია საიტზე.

ფუნქციონალური ხასიათის მქონე Cookies  :

ამ ტიპის cookies  აგროვებს თქვენს მიერ განხორციელებულ  პრიორიტეტულ ძიებებს და ამგვარად ამარტივებს თქვენს ნავიგაციას საიტზე (მაგ. ამორჩეული ენა, დათვალიერებული პროდუქცია და ასე შემდეგ).

სარეკლამო  ხასიათის  Cookies:

ამ სახის cookies არის ეგრეთ წოდებული „ მესამე“ მხარის cookies, რომლებიც ანონიმურად აგროვებს ინფორმაციას თქვენს მიერ განხორციელებული ძიებების საფუძველზე. ამგვარად, რეკლამა მიზანმიმართული ხდება  თქვენს მიერ ნაყიდი პროდუქციისა და დათვალიერებული ინტერნეტ გვერდების შესაბამისად.

 სხვა ინტერნეტ საიტებიდან მომდინარე  cookies:

ჩვენი საიტი შეიცავს ბმულებს (ლინკებს) რომლებითაც შესაძლებელია სხვა საიტებზე გადასვლა, რომლებიც  ასევე იყენებენ cookies-ს. ამის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თავად ამ საიტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკუთარი cookies-ს შესახებ.

როგორ ხდება cookies-ს მართვა ნავიგატორებზე?

როგორ გავცეთ ტერმინალზე cookies-ს დადების თაობაზე თანხმობა ან უარი?

Cookies-ს მართვა სხვადასხვანაირად შეიძლება: თქვენი სურვილის შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დათანხმდეთ ან უარი თქვათ მათ მიღებაზე, მოახდინოთ მათი დეზაქტივაცია (უკვე დადებული cookie-ს შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ მისი დეზაქტივაცია (მოქმედების შეჩერება), იგი მხოლოდ მაშინ წაიშლება, როდესაც ფუნქციონირების ვადა ამოეწურება)). გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ cookies-ს სრულმა უარყოფამ შეიძლება შეზღუდოს თქვენი წვდომა  ჩვენს რომელიმე სერვისზე ან გამოიწვიოს ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისების ნაკლებად ეფექტურად და ნაკლებად ადაპტირებულად გამოყენება.

თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება და შეცვალოთ თქვენი არჩევანი ნავიგატორის მეშვებით:

თითოეული ნავიგატორის კონფიგურაცია განსხვავებულია. თქვენ უნდა მიჰყვეთ თქვენი ნავიგატორის გამომცემლის ინსტრუქციებს (ბმულები (ლინკები) ხელმისაწვდომია  ამ კონფიდენციალურობის ქარტიის განახლების  თარიღის შესაბამისად)):

  • რამდენი ხნით არის შესაძლებელი cookies-ს კონსერვაცია (შენახვა)?

Cookiesს  კონსერვაციის ხანგრძლივობის ვადა მაქსიმუმ 13 თვეა.





Choose language